საპარლამენტო არჩევნები 2016

უსუფაშვილი: ძალიან ადრეა საუბარი სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით

ჩვენი კანდიდატები იქნებიან მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი და რა თქმა უნდა, როგორც ყველა პარტია, ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ დაინახოს რესპუბლიკური პარტიის საჭიროება საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში. ძალიან ადრეა საუბარი სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენს მონაწილეობას აქვს აზრი და არის საჭიროება იმისა, რომ ქვეყნის მართვაში მივიღოთ მონაწილეობა, ამას გავაგრძელებთ. ამასთანავე, საარჩევნო პრიორიტეტები ნელ-ნელა უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი გახდება. ვერანაირ კონკრეტულ თარიღს ვერ და არ დაგისახელებთ, იმიტომ რომ ასეთი კონკრეტული თარიღი არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკელების მონაწილეობის შესახებ.

კომენტარები