ილია მეორეს განცხადება

ილია მეორე: თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად

როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისი, რომ ჟამი ახლოს არს, ჟამი მოახლოებულ არს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რათა სულიერად განვიწმინდოთ გონება. საოცარი ის არის რომ ადამაიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი ის არის რომ ცოდვა, თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის. ამასთან, საკვირველი ის კი არ არის რომ ადამიანი ეცემა, საკვირველი ის არის, რომ მას აქვს უნარი მოიკრიბოს ძალა და განთავისუფლდეს ცოდვებისაგან.

ეს განცხადება საქართველოს კათალოკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა

კომენტარები