რექტორის არჩევნები

პაპავა: დამოუკიდებელი რექტორი თსუ-ში მხოლოდ სამჯერ აირჩიეს, ერთი - მე ვიყავი

უნივერსიტეტში უნდა მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებელად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა. მსგავსი ისტორიული არჩევნები უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ სამჯერ ჩატარდა, პირველად, როდესაც პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს რექტორად, მეორედ - ივანე ჯავახიშვილი, მესამე კი, რიგით 28-ე რექტორი, მე აღმოვჩნდი. დანარჩენი რექტორები სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებოდნენ, ან ჯერ ინიშნებოდნენ და მხოლოდ მერე აირჩეოდნენ.

თსუ-ს რექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ლადო პაპავა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები