NATO-საქართველო

ხიდაშელი: MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის

ხაზგასმით და ცალსახად ვამბობ, ვისაც წერა და კითხვა არ ეზარება, შეუძლია, გადაამოწმოს ინსტრუმენტები, რომლითაც საქართველო სარგებლობს NATO-სთან ურთიერთობაში და მათ შორისაა ერთობლივი სასწავლო ცენტრი - ეს არის იმ ტიპის ინსტრუმენტები, რაც არასოდეს არც ერთ ქვეყანას მანამდე არ ჰქონია და არც დღეს აქვთ იმ ქვეყნებს, ვისაც MAP-ი აქვს. ჩემთვის პირადად და ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ეს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომ MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე, პრინციპში, ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და მას არავითარი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. გაწევრიანების გზაზე MAP-ი არ არის ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა გაწევრიანებაა.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

კომენტარები