ოდეერი უნივერსიტეტში

ფოფხაძე: თეორიულად ვერ გამოვრიცხავ თსუ-ში ოდეერების არსებობას

თეორიულად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ვინც ამის თაობაზე იღებს ინფორმაციას, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და ნურავინ ნუ შეგვიქმნის ისეთ განცდას, რომ "მაშინ ჩემზე რაღაც ზეწოლა ხდებოდა"... თუ არავინ არ იტყვის, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, ვერც ვერანაირ რეაგირებას ვერ მოახდენს. თავისთავად განცხადება არ არის დადასტურებული ფაქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ჩარევა ხდება და ადამიანი ამას აცხადებს, მაინც საჭირო იქნება შესაბამისი მტკიცებულებები და შესაბამისი რეაგირება. რატომ ელოდებიან რაღაც დროის გასვლას და პოსტფაქტუმ რატომ აცხადებენ ამას - მე არ ვიცი... მგონია, რომ ყველაზე სწორი იქნება, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა უსამართლობა ან ცუდი ხდება, მყისიერად დავაფიქსიროთ ამის თაობაზე საჯარო პოზიცია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.

კომენტარები