სავალდებულო გაწვევა

ხიდაშელი: ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება

ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია. თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული... თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩემი პირველი მოსმენისას ვთქვი, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევას გავაუქმებდით. თავდაცვის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა საჭიროაა საკანონმდებლო მხარდაჭერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით პროცესი მთავრდება. ჩვენი ამოცანაა, 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმედება დავიწყოთ. ეს სისტემა NATO-ს წევრ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური და გაცილებით მაღალი შედეგის მომტანია.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები