არჩევნები 2016

მეჭიაური: ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ სხვა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტებისადმი

გაერთიანებები, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს იმ სეგმენტების მიხედვით, რა სეგმენტებიც არის პოლიტიკურ სპექტრში, პოლიტიკურ მოსახლეობაში დალაგებული. მე მხედველობაში მაქვს მათი განწყობები. არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც ძალიან პროდასავლურია, პროდასავლურზე უფრო დასავლურია. საქართველოში უმეტესობა, ჩემი აზრით, პროდასავლურია რა გაგებით - ევროპასთან ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. იმიტომ, რომ ყველა ადამიანი პრაგმატულად უყურებს ყველაფერს... არის მეორე მხარე, რომელიც რუსეთიდან იღებს დახმარებას. რომ გადავხედეთ ბოლო სტატისტიკას, მთელი ამ შემოსულობების, გადმორიცხვების მესამედი არის რუსეთიდან... არსებობს მესამე ნაწილიც, რომელიც ერთსაც ეჭვით უყურებს და მეორესაც. მე ამ ნაწილს მივეკუთვნები - ისიც მინდა, ისიც მინდა, მაგრამ უფრო მკვეთრ ინტეგრაციას ცოტა ეჭვით ვუყურებ. მე ამოვდივარ, რომ მარადიულია ერთი რაღაც მხოლოდ - ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დარნარჩენი ყველაფერი ცვალებადია. დღეს ერთი მოყვარეა, ხვალ მტერი გახდება, ან პირიქით, იქ ერთმანეთს შორის ვიღაც წაკინკლავდება ან ომში გადაიზრდება და ა.შ. ყველა ნებისმიერის მეტისმეტად ან ჩახუტება ან მეტისმეტად დისტანცირება შეიძლება ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულად დამთავრდეს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უფრო პრაგმატულად უნდა ვუყურებდეთ, ცივსისხლიანები ვიყოთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტების მიმართაც. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები