არჩევნები 2016

მეჭიაური: ივანიშვილის კანდიდატებს მისი ყველა მომხრე არ დაუჭერს მხარს

[ქართულ ოცნებას უფრო მეტი შანსი ექნება, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პარტიაში] რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პოლიტიკაში ფაქტობრივად ბრუნდება იმ კუთხით, რომ მხარს დაუჭერს [ქართულ ოცნებას], მაგრამ თუ ის თვითონ იქნება მმართველი და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, თავისთავად ცხადია, მას ხალხის მხარდაჭერა მეტი ექნება, ვიდრე ისე, რომ მის შეთავაზებულ კანდიდატებს აბსოლუტურად ყველა მისი მომხრე დაუჭერს მხარს, არ დაუჭერს ყველა, თუნდაც იმიტომ, რომ მის მიერ შეთავაზებული კანდიდატების ნაწილმა (საყოველთაო აზრია ასეთი და მე მგონი, მისიც აზრითაც), არ გაამართლა. მე არავისზე არ ვსაუბრობ, ყველა თვითონ მიხვდება ვინ და როგორ. შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ იმ გუნდის წევრები არ არიან. თუ ხალხს ეცოდინება, რომ ან სათავეში თვითონ არ ჩაუდგება გამარჯვების შემთხვვაში მთავრობას, ან პარლამენტს ან ქვეყანას, თავისთავად ცხადია ისეთი დოზით აღარ დაუჭერს მხარს. თან თუ ეცოდინება რომ მოვა ცოტახანი და წავა. ეს ლოგიკურია. ყველა ვსწავლობთ წინა გამოცდილებიდან. წარსულში რაც იყო, ვნახეთ. ახლა ამომრჩეველი უფრო ფრთხილი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები