რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: ვისურვებდი, რომ რუსთავი 2 იყოს ისეთივე კარგი, როგორიც დღესაა

რუსთავი 2-ის საქმეს ორი განზომილება აქვს, პირველი მფლობელების საქმეს ეხება, მეორე განზომილება კი, მედიის თავისუფლებას. მე საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე. წინადადება მქონდა, შექმნილიყო ბორდი, სადაც შევიდოდნენ არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. როგორც გითხარით, ამ საქმეს ორი განზომილება აქვს, ერთი ეხება მფლობელების საქმეს, მთავრობას არ აქვს საშუალება ჩაერიოს სასამართლო პროცესში, მაგრამ თუ ჩემს პირად მოსაზრებას მეკითხებით, ვისურვებდი, რომ რუსთავი 2 იყოს ისეთივე კარგი, როგორიც დღესაა, ისეთივე კრიტიკული სამთავრობო პოლიტიკის მიმართ, როგორიც დღეს არის, და რომ არ მიეცეს ოპოზიციას საშუალება, ამ თემით სპეკულირება მოახდინოს არჩევნების წინ.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები