პირადი კადრები

პრემიერი: კადრების გაჟონვა არის შანტაჟის მექანიზმი ხელისუფლების წინააღმდეგ

პირველ რიგში, პირადი ცხოვრების ინფორმაციის საჯარო სივრცეში გაჟონვა გახლავთ შანტაჟის მექანიზმი საზოგადოების წინააღმდეგ და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ვინმეს აინტერესებს ამ საკითხის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ეს გახლავთ პირადად პრემიერმინისტრი, საქართველოს ხელისუფლება. გამოძიება მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდა. მე ოპერატიულად დავუკავშირდი სამართალდამცავებს, რომ დაეწყოთ საგამოძიებო პროცესი. ხუთი მაღალჩინოსანი ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია, თუმცა უშუალოდ გამავრცელებლებთან დაკავშირებით საკითხი უფრო კომპლექსურია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები