ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა

ურუშაძე: ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და არ უნდა შევქმნათ უფასო ჯანდაცვის ილუზია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და არ უნდა შევქმნათ უფასო ჯანდაცვის ილუზია, რაც არის ყველაზე სამწუხარო, რაც არ უნდა პოლიტიკური ცდუნება ჰქონდეს, ჩვენ არ უნდა შევქმნათ იმისი ილუზია, რომ ქვეყანაში ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვარეთ და უნივერსალური ჯანდაცვა გავაკეთეთ. არ უნდა მოვატყუოთ ხალხს, რომ ჩვენ რაღაცა სასწაული მოვახდინეთ, სასწაულები ჯანდაცვაში არ ხდება. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან სერიოზული ფიქრი, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, ამიტომაც ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ ბიზნესისთვის ახალი მიზნობრივი გადასახადების და რაიმე დამატებითი ხარჯების დაწესების, მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობამ ამით გარკვეული დაპირებები დააფინანსოს. არა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ არსებული რესურსების ძალიან ეფექტურად ხარჯვა, ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრსაც არ ხარჯავს სხვებთან შედარებით, იგივე შიდა პროდუქტიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლეზე გაწეულ ხარჯებიდან გამომდინარე, რეალურად ბევრს ჩვენ არ ვხარჯავთ. უბრალოდ ვხარჯავთ უყაირათოდ ამ ეტაპზე და ვხარჯავთ ცუდად. დღეს ვხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენ ამ ვალდებულებებს ჭირდება და სამწუხაროდ ჩვენ აღმოვჩნდით, პოპულარული პოლიტიკური სლოგანების და პროგრამების ტყვეობაში. ამითი ყველა დაზარალდება, ჩვენ ერთხელ ამ მდინარეში უკვე შევედით, ეს იყო 1995-96 წლები, როდესაც ეკონომიკა ვერ ვითარდებოდა, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ ვალდებულებები, პროგრამები და დაპირებები იზრდებოდა. ამ ვითარებამ მიგვიყვანა ყველაზე ცუდ შედეგამდე, როდესაც დაბალი ხელფასის გამო და იმის გამო, რომ გვიანდება გადახდები, ექიმი იძულებული ხდება პაციენტს გამოართვას ფული. სხვა გამოსავალს ასეთი სისტემა, სადაც ყველაფერი იხარჯება და არ მიდის ექიმამდე და ექთნამდე არ ტოვებს. ექიმის და ექთანი უნდა დაფინანსდნენ ლეგალურად. თუ ეს არ მოხდა, დავუბრუნდებით იმ ყველაზე ცუდ "შავ სალაროს" და დავუბრუნდებით ჯიბიდან გადახდებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და არ დავუბრუნდეთ იმ წლებს, საიდანაც ძლივს ამოვედით და სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვა ყველა პირობას ქმნის ამისთვის.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ტაბულას ეთერში გადაცემაში "თეორემა"

კომენტარები