რელიგიის თავისუფლება

უსტარაშვილი: სახელმწიფოს ასეთი ქცევა არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი

სახელმწიფოს ასეთი ქცევა არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. სახელმწიფოს როლი ამ პროცესში არ არის ის, რომ ის შევიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში და დაადგინოს, რელიგია არის თუ არა იმდენად სერიოზული, რომ ის რეგისტრაციის ღირსად ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში, ეს რელიგიური გაერთიანება, შეიძლება ზოგმა ჩათვალოს კიდეც, რომ არის სატირული, მაგრამ სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს არბიტრი და არ შეიძლება სჯიდეს იმ კატეგორიებით, ეს ან სხვა ნებისმიერი რელიგიური ჯგუფი შეიძლება თუ არა, იყოს საკმარისად სერიოზული და არასატირული იმისთვის, რომ ისინი დარეგისტრირდნენ რელიგიურ გაერთიანებებად. ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ აზიანებს რელიგიის თავისუფლებას და ასევე, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას.

იურისტი თორნიკე უსტარაშვილი საჯარო რეესტრის მიერ მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის არ დარეგისტრირების შესახებ, ტაბულას ეთერში გადაცემაში თეორემა

კომენტარები