ტყემალაძე კონგრესმენის განცხადებაზე: ეს არ ნიშნავს, რომ მისი ნათქვამი კანონია

პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყო, ვიტყოდი, ვის აქვს გაყინული და რა გაყინულ ჭკუაზეა საუბარი. ამერიკაში ძალიან ბევრი კონგრესმენია. ყველა ქვეყანაში არიან დეპუტატები, პარლამენტის წევრები, ისევე როგორც ჩვენ, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი კანონია და ამ კანონს უნდა დავემორჩილოთ ყველა.

ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების მდივანი ზურაბ ტყემალაძე კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებაზე. კონგრესმენმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია და საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. სტივ რასელი ივანიშვილისა და სხვა პირებისთვის აშშ-ში აქტივების გაყინვის ინიციატივით გამოდის.

კომენტარები