განათლების სისტემა

სანიკიძე: სტუდენტები წინა პერიოდებიდან გადმონაშთს აპროტესტებენ

თემა, რომელსაც სტუდენტები დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულწილად, არის მოგვარებული საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ არის წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც ყველას გვაქვს სურვილი, რომ დღეს აღარ არსებობდეს. განსაკუთრებით აღარ უნდა არსებობდეს განათლების და საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე, ამიტომ, მესმის მათი პროტესტის. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა, საჭიროა. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით და ვასწორებთ ყველა იმ ხარვეზს, რომელმაც შეიძლება შექმნას არაჯანსაღი გარემო სტუდენტებისთვის.

ინტერპრესნიუსის ცნობით, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აუდიტორია 115-ის დაგეგმილ აქციაზე - არა პოლიციურ რეჟიმს.

კომენტარები