იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გოცირიძე NGO-ების ანგარიშზე: ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება

ეს ნამდვილად არის [იუსტიციის უმაღლესი] საბჭოს დისკრედიტაცია, მთელი მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობა და ჩვენი პირდაპირი ბრალდება, რომ ჩვენ გარიგებებით ვახორციელებთ ამას, არ მგონია, რომ იყოს თქვენი საქმე. ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და, მაპატიეთ და, ვფიქრობ, მთელ ამ ტექსტს, განსაკუთრებით იმ ტექსტებს, რომელიც სქოლიოებში თუ ამ რაღაც ჩარჩოებში არის მითითებული, როგორც გამამყარებელი გარკვეული დებულებებისა, აკლია ნამდვილად პროფესიონალიზმის დონეც და კეთილსინდისიერების ხარისხიც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის პრეზენტაციაზე. 2015 წლის ანგარიშში საბჭოს საქმიანობა კრიტიკულად არის შეფასებული.

კომენტარები