ზედელაშვილი: კანონპროექტში ცვლილებები სასამართლოს უფლებამოსილებას შეზღუდავს

განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ძირითადად ორი კომპონენტი, ეს არის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ნაწილი, რომ დაუშვებელია ამ შემთხვევაში ძალაში შესვლა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სხვა შტოს მოქმედებას, კერძოდ იუსტიციის სამინისტროს და საკანონმდებლო მაცნის მოქმედებას და ამ ნაწილში მნიშნელოვანი შეზღუდვა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის გართულება გადაწყვეტილების მიღებისა ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცედურულ წესებში იმგვარი ჩარევა, რომელსაც შეიძლება იმგვარი შემზღუდავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების მიმართ, გამართლების არარსებობის გარეშე. ანუ არავითარი გამართლება თუ რატომ უნდა გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი პლენუმმა, როდესაც კოლეგია უფლებამოსილია იმსჯელოს თავად ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ და მას არ ვანდობთ მსჯელობას იმის შესახებ, არის თუ არა მყისიერი ეფექტი, ეფექტი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, აი, ამ საკითხის გადაწყვეტასაც კი არ ვანდობთ კოლეგიას, რომელიც შემდგომში უფლებამოსილი იქნება, რომ ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ იმსჯელოს. არავითარი რაციონალური გამართლება, გარდა იმისა, რომ უკავშირდება კონკრეტულ საქმეებს და იმ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებულ შიშებს, არავითარი რაციონალური ახსნა განმარტება არ გააჩნია ამ ცვლილებას და მნიშვნელოვანი შემზღუდავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და ეს თუ ამ ფორმით იქნა მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება სასამართლოს უფლებამოსილებაზე

იურისტი დავით ზედელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში ცვლილებებზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები