ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს ახალი კანონით საკონსტიტუციოს ფუნქციების დაჩეხვა სურს

ივანიშვილმა და წულუკიანმა დაინახეს ის პრობლემები, რასაც ისინი წააწყდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როდესაც ისინი ცდილობდნენ, მაგალითად, უგულავას ციხეში ჩატოვებას 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კონსტიტუციური ნორმის სრული დარღვევით ან რასაც წააწყდნენ რუსთავი 2-ის საქმეზე, როდესაც აბსოლუტურად ხელების გადაგრეხვით და ურთმელიძის ვითომ მოსამართლეობით, რა სამართლებრივ პრობლემებსაც წააწყდნენ და როდესაც გადაეღობათ საკონსტიტუციო სასამართლო, ისინი ცდილობენ ახლა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმგვარი ბორკილები, რაც გაუადვილებთ მერე საერთო სასამართლოებში ურთმელიძეებს, აკეთონ ის, რასაც დაავალებს ივანიშვილი. ეს არის იმ კანონპროექტის არსი, რაც ახლა პარლამენტშია წარგდენილი. ცალკეულ სამართლებრივ კაზუისტიკაზე რაც არ უნდა ილაპარაკონ იმ პარლამენტარებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს, საკითხი არის ძალიან მარტივი. ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა საკონსტიტუციო სასამართლო, ის არ ექვემდებარება მის კაპრიზებს და ხდება ასე ვთქვათ, მისი ფუნქციების დაჩეხვა, შეკვეცა, მარწუხებში მოქცევა, რათა ხელი არ შეეშალოს უახლოეს პერიოდში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები