ქართული ოცნების რეგულაცია

ჟორჟოლიანი გამორიყული ხის კანონპროექტზე: საზიანო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ

ეს იყო კანონპროექტი, რომლის განხილვაც გადაიდო. სწორედ იმის გამო, რომ მეტი მკაფიოობა მოვთხოვეთ სამინისტროს წარმომადგენლებს. შინაარსი შემდეგია - უკანონო ჭრისგან, უკანონო მოპყრობისგან ტყე დავიცვათ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას რეგულაციები, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩენს ამა თუ იმ ხის მასალის წარმომავლობას. ეს როგორ უნდა გაკეთდეს, იქნება მსჯელობა. კანონპროექტი კომიტეტის დონეზე შევაჩერეთ, არ განვიხილეთ, დაიწყო მსჯელობა, სამინისტრომაც დრო ითხოვა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში  ამას განვიხილავთ და მოსახლეობისათვის საზიანო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ - პირიქით. საიდან არის ხე გამორიყული, როგორ არის, რანაირად არის, როგორ აღიწერება - ეს ყველაფერი დაზუსტდება. მოჭრილიც შეიძლება იყოს. მაგალითად, ჩემს ეზოში მოვჭერი ხე, რომლის მოჭრის უფლებაც კანონით მქონდა. შემდეგ ამისი გადაადგილება როგორ  უნდა განხორციელდეს, იქ ფიჩხია, მორია, აი, ასეთი საკითხებია... ის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მზადდება, ტყუილია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამორიყული ხის კანონპროექტზე.

კომენტარები