ბოტანიკური ბაღი

ბესელია: ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს

მე ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ყველა თემას, რომელიც თავისი შინაარსით სრულიად სხვა რეალობას ასახავს, ნაციონალური მოძრაობა ურცხვად, ძალიან ცრუ და არასწორი ინტერპრეტაციით აწვდის საზოგადოებას. წლების განმავლობაში უანგაროდ, საკუთარი რესურსით ბიძინა ივანიშვილი ინახავდა ბოტანიკურ ბაღსაც და სხვა ძალიან მნიშვნელოვან და ბევრ გადარჩენილ ობიექტს, რაც დარჩა. ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ამიტომ მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება ეს. გაკეთდა და კეთდება, პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ამ ბოტანიკური ბაღის შემდგომი, უკეთესი და მათთვის უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ეს ბაღი და, ზოგადად, ბუნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შეძენაზე.

კომენტარები