პირადი კადრები

შოთაძე პირად კადრებზე: გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებები ჩვენს ხელთ არაა

ინფორმაცია, ის მტკიცებულებები, რაც საჭიროა გამოძიებისათვის ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენს ხელთ არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უცხოელი კოლეგების დახმარება, რისთვისაც უკვე ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. ნაწილზე პასუხი მოსულია, ნაწილზე ისევ ველოდებით პასუხს. ასევე, საქართველოში არის ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და, რა თქმა უნდა, არის წინსვლა, მაგრამ უფრო მეტ დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ ხალხს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პირადი კადრების საქმეზე

კომენტარები