ბოტანიკური ბაღი

მელია: ივანიშვილმა ეს ტერიტორია წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივად წაიღო

მესაკუთრე რომ გახდებოდა ბიძინა ივანიშვილი, ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილმა შუაგული თბილისიდან ამოგლიჯა 29 ჰექტარი და წაიღო სახლში. დანაშაულებრივად გააკეთა ეს. დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით იქნა ეს ტერიტორია აუქციონზე გამოტანილი. მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიაზე სულ რაღაც 2-3 კვირის წინ მიმდინარეობდა საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, სადაც უნდა მოწყობილიყო კრწანისისა და შინდისის დამაკავშირებელი ახალი საგზაო მაგისტრალი. ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც უთხრა, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო და წაიღო. გზას რეალურად ახლა აშენებენ სხვაგან და დამატებით 700 ხე უნდა გაიჩეხოს და ასევე, ჩვენ ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 19 აპრილს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელსაც უხდის მილიონ სამასი ათას ლარს, რომ ის გადატანილი გაზის მილი კიდევ უფრო გადაიტანონ სიღრმეში, ვინაიდან პროექტი შეიცვალა. ივანიშვილმა წაიღო ის 29 ჰექტარი და ახლა გეგმები შეიცვალა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ბოტანიკურ ბაღზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები