თბილისის მერია

ქაცარავა: ქალაქზე ზრუნვის ნაცვლად მერია ერთი კაცის კაპრიზებითაა დაკავებული

მერიის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ვთვლი, რომ ხელფასი ვერ გადაწონის იმ სიყვარულს და იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება, ზოგადად სახელმწიფოში და თბილისის მერიაში. მე ვხედავ ერთს, რომ მთლიანად დედაქალაქის მერია გადაქცეულია ბიძინა ივანიშვილის სურვილების, კაპრიზების მანქანად. დღევანდელი დღე არის მისი სურვილების და კაპრიზების ასრულება. თუნდაც გავიხსენოთ ქობულეთის ამბები, ხის გადარგვის ისტორია, ესეც მისი კაპრიზების ასრულებაა. ამ ყველაფერში ყველა სტრუქტურა ჩაერთო იმისთვის, რომ ივანიშვილის სურვილები ასრულებულიყო და მიეღწია თავისი კაპრიზებისათვის. დედაქალაქის მერია, იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებზე, ქალაქზე, გზებზე, ქუჩებზე ზრუნავდეს, იმაზეა ორიენტირებული, როგორ შეუსრულოს ერთ ადამიანს სურვილები. 

თბილისი მერიის კულტურის და სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნინო ქაცარავა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები