ეკონომიკური განვითარება

ბიბილაშვილი: მთავრობა ეკონომიკის განვითარების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამ გუნდს უბრალოდ არ ჰქონდა არანაირი წარმოდგენა, როგორ მუშაობს ეკონომიკა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს. უბრალოდ არ ესმოდათ ან ეს იყო ერთიანი დიდი თაღლითური გარიგება, სქემა. ხალხმა ბიძინა ივანიშვილი აირჩია ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მათ ეგონათ, რომ ყოველი ის მიღწევა, რომელიც ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში გვქონდა, შენარჩუნდებოდა და ამას დაემატებოდა 100 ქარხანა, 220-ლარიანი პენსია, განახევრებული გადასახადები და ამის სანდოობა გამოწვეული იყო ბიძინა ივანიშვილით. პირველივე დღიდან ქართულმა ოცნებამ დაიწყო ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც იყო ზუსტად საპირისპირო იმისი, რაც საჭირო იყო ეკონომიკის განვითარებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები