ბოტანიკური ბაღი

კაციტაძე ბოტანიკურ ბაღზე: საზოგადოება საკუთარ თავზეც უნდა იყოს უკმაყოფილო

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული თუ ხელისუფლების შემქმნელი პირები სხვა აქცენტებს უნდა აკეთებდნენ, საზოგადოებას სხვა შეთავაზებებს უნდა უკეთებდნენ. ამ დროს ხან ხეები ცურავს, ხან ბაღები რეკონსტრუირდება და ა.შ. მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. საზოგადოება უკმაყოფილო რომ არის, თუ არის საერთოდ უკმაყოფილო ამ [ბოტანიკური ბაღის გაყიდვით] და სხვა ტიპის გადაწყვეტილებებით, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება კარგია თუ საკუთარ თავზეც იქნება უკმაყოფილო. იმიტომ, რომ როცა ირჩევ ადამიანს და ამხელა ნდობას აძლევ მას, მერე უნდა ბოტანიკურ ბაღს იყიდის, უნდა ხეებს გააცურებს ზღვაში. 

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ბოტანიკური ბაღის გაყიდვაზე.

კომენტარები