ბოტანიკური ბაღი

ალასანია ბოტანიკურ ბაღზე: ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის

გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და პრაქტიკულად მიისაკუთრეს საზოგადოების საკუთრება[ბოტანიკური ბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორია]. საკანონმდებლო დონეზეც და სხვა დონეზეც უნდა იყოს ეს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობას პროტესტს დააფიქსირებინებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ყველამ, მათ შორის არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა, პატივი უნდა სცეს ხალხის აზრს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის ნაწილისა და მისი მიმდებარე 29ჰა ტერიტორიის გადაცემაზე.

კომენტარები