ვიზალიბერალიზაცია

ზალკალიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ახალ პირობებზე საუბარი არ არის

საქართველომ ყველა ვალდებულება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში შეასრულა. ჩვენ ვართ გაცილებით წინ ამ მიმართულებით და ეს აღიარებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ. საქართველო არის მოწინავეთა რიგებში, რაც ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ევროპელი პარტნიორებისგან. გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში იქნება მიღებული შემჭიდროებულ ვადებში. ჩვენ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. საქართველოსთან მიმართებით არანაირ ახალ პირობებზე, ან რაიმე პირობაზე საუბარი არ არის. 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ვიზალიბერალიზაციაზე.

კომენტარები