ლარის კურსი

ნამჩავაძე: თუ შემოდგომაზე ლარი აღარ გაუფასურდა, ე.ი. კურსი დასტაბილურდა

ახლა არის ლარის გამყარების ტენდენცია, შემცირებულ სავალუტო ნაკადებს უპასუხა შემცირებულმა ეკონომიკურმა აქტიურობამ და საჭიროებაც აღარ არის მეტი დოლარის და პირველ რიგში, ამიტომ მყარდება ლარი. რადგან თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვს, ბუნებრივია, შეიძლება იყოს ფაქტორები, რომლებმაც უკან შეაბრუნოს ისევ ეს ტენდენცია. თუმცა, ის, რომ ეროვნული ბანკი ახლა დოლარს აგროვებს რაღაც პერიოდი, მერე პირიქითაც, შეუძლია ეს დოლარი გამოიყენოს თუ დროებითი შოკი იქნება გაუფასურებისკენ. ასევე, ვთქვათ ახლო პერიოდში, ტურისტული სეზონი გააქტიურდება ივნისიდან კიდევ უფრო. პირადად მე, ზაფხულში ნაკლებად მოველი, მაგრამ შემოდგომიდან უკვე ტურისტული სეზონი სრულდება, ვუმატებთ ელექტროენერგიის, გაზის, ნავთობის იმპორტს, იმიტომ, რომ საწვავი გვჭირდება, ასევე არჩევნები ახლოვდება, ბევრი ფული უნდა დარიგდეს. ტრადიციულად, მთავრობა ბოლო კვარტალში უფრო მეტ ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან. ესენია გამოწვევები. თუ ჩვენ გადავიარეთ შემოდგომა, დეკემბერი, რომ ლარი აღარ გაუფასურდეს, ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ლარის კურსი სტაბილური და მყარია  

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები