საქართველოს უზენაესი სასამართლო

ხვიჩია: სასამართლო ხელისუფლებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვის აირჩევენ

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ პარლამენტმა უკარნახოს პრეზიდენტს, ვინ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, ისევე, როგორც პარლამენტის უფლებამოსილებაა შემდგომ მისთვის მხარის დაჭერა. ამიტომ, კონსულტაცია აქ შეიძლება საჯაროდ არ მიმდინარეობდეს, მაგრამ ყველგან მიმდინარეობს პოზიციების მოსინჯვა თითოეული კანდიდატების, საკანონმდებლო ორგანოში. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს წარსულის გამოცდილებიდან, არის ის, რომ თავი დავანებოთ სასამართლოს, თვითონ მიხედონ საკუთარ თავს. სასამართლოს რეფორმირების სურვილი მგონი ყველა ხელისუფლებას ჰქონდა და საბოლოო ჯამში, ვიცით, როგორ დამთავრდა ეს. მგონია, რომ ეს საკითხი უნდა დავუთმოთ სასამართლო ხელისუფლებას, თვითონ გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ.

იურისტი იაგო ხვიჩია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები