ბოტანიკური ბაღი

გიორგაძე ბოტანიკურზე: გაყიდული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის

ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა, არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. შესაბამისად, ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით, რომელიც 2000 წელს დადგინდა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით გაკეთებული გეგმით, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, ეს ტერიტორიები [რაც ბიძინა ივანიშვილმა იყიდა] ამ ტერიტორიის ნაწილი არ ყოფილა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მათზე არ ვრცელდება. თუ მომიწევს კომიტეტზე მისვლა, იმავე კომენტარს გავაკეთებ

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები