რუსეთი-საქართველო

ბაქრაძე: ლავროვისა და ჯანელიძის შეხვედრა იქნება კონტრპროდუქტიული

თუ შეხვედრა იქნება მომზადებული და იქნება კონკრეტული თემები, სადაც არსებობს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე და დიალოგზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არ მიმდინარეობს არანაირი მზადება, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, როდესაც ორი დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმა ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს 9 მაისი, როდესაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება - ამ ყველაფრის ფონზე შეხვედრა შეხვედისთვის მეჩვენება კონტრპროდუქტიულად, მავნედ და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ არ ჩაერიონ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში, ვინაიდან მათი შეფასება იქნება, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა ვითარდება. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კარგად გაიაზრონ ეს საფრთხე და უაზროდ, უბრალოდ PR- ქულების ჩაწერისთვის ნუ ჩაატარებენ შეხვედრას, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრას ენმ-ის წევრი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში მიხეილ ჯანელიძემ არ გამორიცხა, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.

კომენტარები