პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში

მეჭიაური: მსოფლიოს პირველი ბანი პოლიტიკაში სააკაშვილის ბანობას აპირებს

ყველას აქვს, რა თქმა უნდა, უფლება, იყოს პოლიტიკაში, მათ შორის პაატა ბურჭულაძესაც, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. მიუხედავად ამისა, მე მას დავეთანხმები იმაში, რომ თვითონ ჩვენს პარტიაშიც შეიძლება, იყვნენ ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებულებიც, რაც მეც აღმინიშნავს არაერთხელ. ის, ფაქტობრივად, ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან ეძებს თავის სახეებს ძირითადად. ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მას საერთოდ ხმა არ ამოუღია. მე მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, მსოფლიოს პირველი ბანი პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ბანობას აპირებს.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე.

კომენტარები