კვაჭანტირაძე: ბურჭულაძე ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს

პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მომღერალს, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ. მას ჰქონდა მცდელობა, ჩვენ დაგვდგომოდა მხარში და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამ თანადგომას, მაგრამ, ეტყობა, ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას სჭირდებოდა "ქართული ოცნებისგან". ამიტომ გადაწყვიტა თავისი გზით სიარული. ის განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, მგონია მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახარუხი. მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან აზრი ვერ გამოვიტანე, უბრალოდ ეს იყო ლამაზი სიტყვების რახარუხი, მაპატიოს ბატონმა პაატამ. ის არ არის პოლიტიკოსი, ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს.

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები