ქართული ოცნება

კოღუაშვილი: უგულავას შეუძლია მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში

გიგი უგულავას ფაქტით შეიძლება შემოვიფარგლო ამ შემთხვევაში. კითხვები გააჩინა ბრალდების იმ მხარემ, რითაც იქნა ის მსჯავრდებული. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და უხერხულია, ჩავერიო მის კომპეტენციაში. თუ ბრალდება არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რაზედაც მერე იქნა განაჩენი გამოტანილი და ეს კითხვებს გააჩენს, ამისთვის არსებობს ევროსასამართლო და სხვა ინსტანციები. ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. 

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი დავით კოღუაშვილი ქართული გაზეთის კითხვაზე - "პატიმრობაში მყოფ წინა ხელისუფლების ყოფილ წევრებზეც უნდა გკითხოთ - ევროპელი ადამიანის უფლებათა დამცველები, მაგალითად, გიგი უგულავას კლასიკურ პოლიტპატიმრად თვლიან, სხვა მაღალჩინოსნებთან მიმართებაში კი ამბობენ, რომ იკვეთება პოლიტიკური დევნის ნიშნები, თქვენ არ ეთანხმებით?".

კომენტარები