საგზაო უსაფრთხოება

შს მინისტრის მოადგილე: საგზაო უსაფრთხოებას ერთი კონკრეტული უწყება სჭირდება

უნდა განისაზღვროს ერთი პასუხისმგებელი უწყება, რომელიც იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი. უნდა განისაზღვროს და რაც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება, რადგან მთავრობა დაამტკიცებს ერთიან სტრატეგიას... უნდა ჩამოყალიბდეს ერთი უწყება, რომელიც სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, პასუხისმგებელი იქნება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე. დღეს ეს უფლებამოსილება დანაწილებული აქვთ თვითმმართველ ერთეულებში, ყველას აქვს თავთავიანთი სფერო, თუმცა არ არის ერთიანი მაკოორდინირებელი უწყება. ამიტომ, თუ გადაიჭრება ეს პრობლემა, ვფიქრობთ, სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე დღეს არის.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.

კომენტარები