რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრეზიდენტი: თმენის პოლიტიკის მიზანია რუსეთის მიყვანა რაციონალურ დიალოგამდე

ძალიან მძიმეა, როდესაც შენს ტერიტორიაზე, შუა სოფელში ატარებენ ამ აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრის მთქმელ ბადეებს, როდესაც იზღუდება რაოდენობა გადასასვლელებისა და გამშვები პუნქტების. ეს არის ძალიან მძიმე, თუმცა, ემოციას აყოლა არაფერს მოგვიტანს და ეს ჩვენ ყველამ ვიცით. ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გზა არის შემდეგში - ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, უფრო ევროპულს, უფრო ევროატლანტიკურს ვხდით საქართველოს, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და ამის მიზანი არის საბოლოოდ რუსეთის მიყვანა რაციონალურ დიალოგამდე.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები