ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ივანიშვილი: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩემი იდეა იყო და სააკაშვილმა გაიტაცა

რას ამბობ, შვილო, იმაზე საუბრობ, ბათუმში რომ ააშენა? ის ხომ სასაცილოა, სადაც არ შემეკითხებით ნაციონალურ მოძრაობაზე, ყველგან მაგათი სტილი გამოჩნდება. მიშამ ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ის სასაცილო რაც გააკეთა, სუყველგან თქვენი ხელწერაა, თქვენი ნაციონალების ხელწერა ჩანს. აი, რას ნიშნავს - ეს არის ნაწილი იმ პროექტის. ის პროექტი იყო სასაცილო, როგორ შეიძლება, იმას უნივერსიტეტი უწოდო? იქ იყო მარტო ლიფტის შახტი, გასასვლელი შიგნით, არც აუდიტორია, არც არაფერი არ მოთავსდებოდა. ეს არის სწორედ თქვენი ხელწერა, ესევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ააშენა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს არის კარგი ხელწერა, რომ შეაფასოთ, ახლა რაც კეთდება და დაელოდოთ სექტემბერს... ეს არის სამეცნიერო ნაწილი. მეორე ნაწილი სექტემბერში გაიხსნება ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი. იქ ნახეთ, რა პროექტები იქნება. ეს შეაფასეთ ჯერ, მერე ნახეთ, რა არის ქუთაისში. აი, ამის აშენებას ვაპირებდი მე. მერე ჩაბრძანდით ბათუმში და ნახეთ ის სასაცილო შენობა, რამდენად ესადაგება ამ სახელს - საუნივერსიტეტო ქალაქს. მე დავეხმარები მანამ, სანამ სახელმწიფო ვერ მოახერხებს, რომ თვითონ შეინახოს [ტექნოლოგიური უნივერსიტეტი]. ეს არის სამეცნიერო ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რაც ჩემი იდეა იყო და როდესაც მე პოლიტიკაში შემოსვლა გადავწყვიტე, სააკაშვილმა გაიტაცა ეს იდეა და სასწრაფოდ გააკეთა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ასე სწრაფად აშენებდა ქალაქებსაც, და რომ შეადაროთ, კიდევ ერთჯერ გეუბნებით, თქვენ მკითხეთ - რომ გააკეთა სააკაშვილმა, აი, რა არ მოგწოთ იქ და რომ ატეხეთ ყვირილი, რომ გაიყიდა უნივერსიტეტი და დაინგრა ქვეყანა... აი, ნახეთ ეს პროექტი, ნახეთ ქუთაისის პროექტი, კიდევ ერთჯერ შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო ქალაქი სადაც აშენდება. აი, ეს იყო ჩემი პროექტი და ამას ვახორციელებ ახლა. და ნახეთ, რა გააკეთა სააკაშვილმა - იქ, ყველაზე კარგი რაც არის და რაც არის ახლოს მეცნიერებასთანაც და განათლებასთანაც სააკაშვილის ხელწერით, გახლავთ ის ეშმაკის ბორბალი, რაც დაამონტაჟა იმ შენობასთან.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე.

კომენტარები