კორცხელის ინციდენტი

გოგუაძე: ხელისუფლებამ ეს ძალადობა კორცხელის შესანარჩუნებლად გამოიყენა

ძალიან მძიმე დღე იყო გუშინ. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და ხელისუფლების ვნება, რომ ყველა გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება, არ იცვლება. ეს ამბები ნანახი გვაქვს, მაგრამ მე არ მინდა წარსულში ჩადენილ ძალადობაზე ლაპარაკი, რადგან ყოველი წარსულში ჩადენილი ძალადობის გახსენება თითქოს ამსუბუქებს გუშინდელ დღეს და ამის შემსუბუქება არ შეიძლება. დიახ, ეს იყო ძალადობა, ძალადობა ორგანიზებული ხელისუფლების მიერ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ძალადობას ყოველთვის ორგანიზებას უკეთებს ხელისუფლება. ეს ხალხი ჩამოყვანილი იყო და მიქსეული იყო პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ერთ ადამიანზე ათი კაცი მოდიოდა და ეს არის საშინელება, ეს არის ლაჩრობა და ის სპორტსმენები, რომლებიც დათანხმდნენ, რომ ამაში მიეღოთ მონაწილეობა, ჩემთვის არიან ლაჩრები, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს ის ერთი ადამიანი, როდესაც მას ათი ადამიანი უპირისპირდება, ეს ათი ადამიანი არის ჯოგი და ისინი ლაჩრები არიან. ხელისუფლებამ გამოიყენა ეს ძალადობა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს კორცხელი

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე

კომენტარები