მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ზაქარეიშვილი: ოთხოზორიას მკვლელობაზე წინდაუხედავი, არასწორი სიტყვები ვთქვი

ხურჩაში რაც მოხდა, ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არათუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა, სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა. ვაპირებ, ჩავიდე და პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე თავისი 21 მაისის განცხადების შესახებ. ზაქარეიშვილმა მაშინ თქვა, რომ "ეს არის ერთჯერადი მკვლელობა და არა სისტემური, როგორც ნაციონალების დროს".

კომენტარები