კორცხელის ინციდენტი

ბოკერია: ჩვენი ქვეყნის პრობლემას აქვს სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილი

30 კამერა იყო ადგილზე, ყველაფერი გადაღებულია. ნათელი იყო, რისთვის იყო ეს ხალხი ჩამოსული. ვცადეთ მათთან, რომ განგვემუხტა ეს მდგომარეობა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ეს ხალხი იყო დავალებით ჩამოსული. პოლიტიკოსი რატომ იყო, ეს კი არ არის კითხვა, 50 ასეთი კაცი რატომ იყო, ეს არის საკითხავი. ეს ადამიანები იყვნენ ჩამოსული ძალადობისთვის. ზოგიერთი სპორტსმენი არის სამაგალითო მოქალაქე, ზოგიერთი კარგი სპორტსმენი კი, სამარცხვინო მოქალაქე და ეს ვნახეთ. ეს არის სამარცხვინო, მაგრამ აქ მთავარი პოლიტიკური დამნაშავე არის ის ადამიანი, ვინც შეკრიბა ეს ხალხი. ჩვენი ქვეყნის პრობლემას აქვს სახელი და გვარი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ვითარებაში, კიდევ ერთი საკვანძო ფიგურა გამოიკვეთა კახა კალაძე, რომელიც აბსურდულ საკითხებს ახმოვანებს, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ხალხს, ამ არჩევნებზე არ უშველის. როგორც ჩვენ ეს ვნახეთ, კერძოდ კორცხელშიც. ოქტომბერში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს რეჟიმი დამთავრდება არჩევნების გზით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში კორცხელის ინციდენტზე

კომენტარები