კორცხელის ინციდენტი

რატიანი კორცხელის ინციდენტზე: მაღალი ალბათობით, დამკვეთი კალაძეა

დამკვეთი არის ხელისუფლებაში. დამკვეთის გამოვლენის გარეშე, ბუნებრივია, შეუძლებელია ამ საქმის გახსნა და სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ და აყენებდნენ თავიანთ ულტიმატუმებს. მათ აქვთ ამის საფუძველი იმიტომ, რომ იციან, ხელისუფლებაში არის მათი პატრონი. მაღალი ალბათობით, ეს არის კალაძე. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს და ეს დადგება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი კორცხელის ინციდენტზე. სპორტსმენები გუშინ შსს-ში მივიდნენ და მათ უწყება გვიან ღამით დატოვეს. არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

კომენტარები