კორცხელის ინციდენტი

ბერძენიშვილი: ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?

ჩვენ გვაინტერესებს სასამართლოს დამოკიდებულება, თუკი უმრავლესობის დეპუტატისთვის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მაქვს კითხვა - 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად, ისჯება თუ არ ისჯება. როგორ არის - ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა. და საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას. არ მინდა სიტყვა სპორტსმენი ვიხმარო იმ ჯალათების მიმართ, არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან, დაივიწყეთ. სპორტსმენობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა.

რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებზე.

კომენტარები