კორცხელის ინციდენტი

უსუფაშვილი: თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, დაისჯება ხელისუფლება

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან და თუ სხვანაირად იქნება, მაშინ ამით დაისჯება მმართველი პოლიტიკური ძალა და არამგონია, მის ინტერესებში შედიოდეს, რომ ხელისუფლება დაისაჯოს კონკრეტული ადამიანების მოქმედებების გამო იმიტომ, რომ ასეთ მოქმედებებზე, ძალადობის აქტებზე რეაგირება არის ხელისუფლების საქმე, სახელმწიფოს საქმე, პოლიციის საქმე და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო და ვინ გააგრძელა, ვინ მოქაჩა ჯერ თმაზე და მერე მუშტი დაარტყა. ამიტომ, მე დაწრმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან მოძალადეები, დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც მსგავსი რამ დაგეგმა, თუ ეს დაგეგმილი იყო და თუ ეს არ იყო დაგეგმილი, ამასაც გავიგებთ.

კომენტარები