26 მაისი

პრემიერი: საბოლოო ჯამში, საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი

იყო მარცხიც, იყო სამოქალაქო ომიც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს დღეს მკაფიო მიზნები, რომლის გარშემოც დღეს მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, უნდა გავერთიანდეთ, განვიმსჭვალოთ მთლიანად, მთელი ერი სიყვარულით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, იქნება ერთიანობა. სწორედ ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გავერთიანდეთ მკაფიო, დადებითი მომავლის მიზნების გარშემო. სწორედ ამას ემსახურებოდა ამ კაფსულის შენახვა 25 წლით - ჩვენმა ბავშვებმა დღეს დააფიქსირეს თავიათი სურვილები, რომ გავერთიანდეთ ჩვენ, მათი უფროსები, შევძლოთ უფრო უკეთესად ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მსჯელობა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. დროის კაფსულის ჩადების შემდეგ. კაფსულაში მოთავსებულია ახალგაზრდების სურვილები და ქვეყნის განვითარების ხედვა. ე.წ. დროის კაფსულა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლის განმავლობაში შეინახება.

კომენტარები