იმერლიშვილი ვეტოზე: პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს

ჩვენ პირველივე დღიდან ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დავალებით. პირველი მოსმენიდან მოყოლებული ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს . ამას დაემატა კრიტიკული შენიშვნები ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში. ეს არის სამართლებრივი მხარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ პრეზიდენტი.

უშუშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ეხმაურება ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესული ცვლილებების თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს.

კომენტარები