წულუკიანი: ვენეციის კომისიის დასკვნას პარლამენტთან ერთად ვაანალიზებთ

ამჟამად პარლამენტი მუშაობს ამ დასკვნის ანალიზზე და ჩვენ მათთან ერთად ვაანალიზებთ იმას, თუ რა შეიძლება იქნეს ვენეციის კომისიის დასკვნიდან მისაღები იმდენად, რომ ამან არ დაარღვიოს თვითონ ქართული კანონი, არ დაარღვიოს კონსტიტუცია. შენიშვნებია, რასაც შეიძლება მოევლოს ძალიან მარტივად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უკვე ხვალიდან, როდესაც სამუშაო დღე დაიწყება და ალბათ პრეზიდენტიც თავის საბოლოო სიტყვას იტყვის.

იუსტიციის მინისტრი ეხმაურება ვენეციის კომისიის დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში სამი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების თაობაზე. ვენეციის კომისიამ წინასწარი მოსაზრებები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 27 მაისს მიაწოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები