ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

ივანიშვილი: ეკლესიას უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში

წინა ხელისუფლება ცდილობდა, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ ქართველები ვართ მართლმადიდებლური ფანატიზმით შეპყრობილი ველური ხალხი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი ყველას და ყველაფრის მიმართ და ამიტომ აუცილებელი იყო ჩვენი მათრახით მართვა. მაშინ როდესაც მართლმადიდებლობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობას, სწორედ ჰუმანიზმს და შემწყნარებლობას გვასწავლის და ამასვე ქადაგებდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია, ქვეყნის სულიერი ფარი, რომელსაც განუზომელი წვლილი მიუძღვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა.

კომენტარები