საკონსტიტუციო სასამართლო

რატიანი: ცვლილებები მიმართულია იქით, რომ საკონსტიტუციო უმოქმედო გახდეს

ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად ნეგატიურია და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ქართული ოცნების მიერ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას ახდენს, ზღუდავს მოსამართლეების უფლებას და, ფაქტობრივად, მიმართულია იმისკენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია გახდეს უმოქმედო არჩევნების წინ და რუსთავი 2-ის პროცესთან მიმართებაშიც. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ცვლილებები და ეს კანონი არ იქნას მიღებული.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებზე.

კომენტარები