კორცხელის ინციდენტი

კელი: პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს

რაც კვირას კორცხელში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. პოლიტიკური ძალადობა მხოლოდ ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ გვქონდა მთავრობასთან კონტაქტი, მოვუწოდეთ დეტალური გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ვფიქრობ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და ქცევის კოდექსზე კონსენსუსის მიღწევა, უარი უნდა ითქვას ნებისმიერი სახის ძალადობაზე.

აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელის ინციდენტზე. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები