რუსთავი 2-ის საქმე

ბიბილაშვილი: რუსთავი 2 უშუალოდ ჩვენი ფიზიკური იქ ყოფნით უნდა დავიცვათ

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება საბოლოო. ჩვენ შეგვეძლება, საკასაციო წესით გავასაჩივროთ უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არის ძალიან მაღალი ალბათობა, რომ უზენაესმა სასამართლომ უბრალოდ არ მიიღოს საჩივარი და დაახლოებით აგვისტოს თვისთვის ანუ იმ დროისთვის, როდესაც თბილისი დიდწილად დაცარიელებული იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, როცა ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წასული არიან დასასვენებლად, როდესაც ევროპის და ამერიკის დიპლომატები ასევე ისვენებენ, შესაბამისად, დიპლომატიური აქტივობა და ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა არის მინიმუმზე, ამ დროისთვის გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება და შემოვიდნენ რუსთავი ორში. ეს არის დიდი ალბათობით ხელისუფლების გეგმა. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ -  ის, რომ ყველანი დავდგეთ ფეხზე, ფაქტობრივად, საზოგადოება უნდა გადავიდეს ყაზარმულ რეჟიმზე როგორც სასამართლოსთან, ისე უშუალოდ რუსთავი ორთან, და ხვალიდან დაწყებული, დამთავრებული არჩევნების დღით, ჩვენ უნდა დავიცვათ რუსთავი 2 უშუალოდ ჩვენი ფიზიკური იქ ყოფნით. 

კომენტარები