რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე რუსთავი 2-ზე: ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საკითხის სიმძიმეს

მათ ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ აქ დგას მთელი საქართველო. გარდა ერთი პარტიისა, აქ არის ყველა პარტია. ამ ადამიანების უკან დგას მილიონი ამომრჩეველი და მხარდამჭერი. აქ არის ფაქტობრივად მთელი არასამთავრობო სექტორი. აქ დგას საზოგადოების ნაწილი. საკმარისია ხელისუფლებამ გადადგას ეს უგუნური ნაბიჯი და ქვეყანას წაიყვანს უფსკრულისაკენ. ვერ აცნობიერებენ საკითხის სიმძიმეს. საქართველოს უკარგავენ ევროპულ პერსპექტივას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები